ახალი ამბები

ვაზიანი-შუამთის მონასტრის გზის მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ვაზიანი-შუამთის მონასტრის გადასახვევ მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

,,დაბალი ტემპერატურის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1-კმ62 (ვაზიანი-შუამთის მონასტრის გადასახვევი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია”,-აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.