დღეიდან ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლებაა მოსალოდნელი
კახეთის რეგიონში თვის ბოლომდე თოვლი, ყინვა და წვიმაა მოსალოდნელი.
ამინდის ერთთვიანი პროგნოზის მიხედვით, რეგიონში ყინვა და ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა დღეიდან არის მოსალოდნელი და თებერვლის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.
რეგიონში ტემპერატურა ღამით -4-დან – 11 გრადუსამდე დაეცემა. დღისით კი -1-დან -3 გრადუსამდე ყინვაა მოსალოდნელი.