ახალი ამბები

კახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

კახეთში კორონავირუსით 92- ე პაციენტი გარდაიცავალა.
ის საგარეჯოს ,,ჯეო ჰოსპიტალსის” საავადმყოფოში მკურნალობდა. გარდაცვლილი პირი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნიდან იყო.

დღეს კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 10 107- მდე გაიზარდა.

მუნიციპალიტეტების მიხედვით ეპიდემიოლოგიური ვითარება ასე გამოიყურება: ახმეტა-687, გურჯაანი-2194, დედოფლისწყარო -729, თელავი -2315, ლაგოდეხი – 1411, საგარეჯო -1226, სიღნაღი-702 და ყვარელი -843.

თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა 1105-ია. გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა 8 173-მდე გაიზარდა.