ახალი ამბები

სოფელ ვარდისუბანში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა დაეჯახა. შეჯახების შედეგად დაზიანებები მიიღო ავტომობილის ორმა მგზავრმა ,ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
შემთვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.