ახალი ამბები

სოფელ დუისში მამაკაცი მოკლეს

ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ დუისში მკვლელობა მოხდა.
მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით თანასოფლელი მოკლა.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა.

მოკლული და სავარაუდო დამნაშავე ერთმანეთის მეზობლები და მეგობრები იყვნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.