ახალი ამბები

კახეთში კორონავირუსით 91-ე პაციენტი გარდაიცვალა

კახეთში კორონავიურსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

63 წლის ქალი საგარეჯოდან იყო და ის მკურნალობას ამავე მუნიციპალიტეტში მდებარე “ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკაში გადიოდა.

რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 60 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და რეგიონში ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 10 0 87- მდე გაიზარდა. სპეციალისტებმა 70 ახალი კონტაქტი უკვე მოიძიეს.

რეგიონში ვირუსი 8 081- მა პაციენტმა დაამარცხა, ხოლო 91 გარდაიცვალა.