გომბორის გზაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.
უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შეგახსენებთ, გადაადგილებასთან დაწესებული შეზღუდვები გომბორის გზაზე უამინდობის და ინტენსიური თოვის გამო დილიდან დაწესდა.