ახმეტაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში 23 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. ის ოჯახის წევრებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში ნახეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა აზარტული თამაშებით იყო დაკავებული და სავარაუდო მიზეზი სწორედ აღნიშნული ფაქტორი უნდა იყოს, რის გამოც ისინი სუიციდის ვერსიას განიხილავენ.
მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.