თოვის გამო გომბორის გზაზე გადაადგილება შეიზღუდა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, გომბოროს გზაზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდა.
უწყების ინფორმაციით, უამინდობის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ62, ვერონა-შუა მთის მონასტრის მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
გზის დანარჩენ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.