თოვის გამო თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ36-კმ72 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ თუშეთთან დამაკავშირებელ გზაზე შეზღუდვის დაწესება თოვას უკავშირდება.
უწყების ინფორმაციით, გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ნიკოლოზ ესიტაშვილი