დედოფლისწყაროში 35 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 35 წლამდე მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
დაჭრილი სოფელ მირზაანში გამგებლის წარმომადგენელის, აკაკი თარაშვილის შვილია.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს რამდენიმე პირთან კონფლიქტი ქვემო ბოდბეში გუშინ მოუხდა. დაჭრის ფაქტი კი დღეს მოხდა.
დაჭრილი თავდაპირველად წნორის კლინიკაში, ხოლო შემდეგ თბილისში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განძრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, უკვე დაკავებულია დაჭრაში ბრალდებული პირი და ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, საფანტიანი თოფი.