სიღნაღში მოქმედი კომპანია “ბუტრანა” თბილისში რესტორანს და საფირმო მაღაზიას 2023 წელს გახსნის
ქართული ღვინისა და ყველის მწარმოებელი კომპანია „ბუტრანა“ თბილისში რესტორანს და საფირმო მაღაზიას 2023 წელს გახსნის.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი ჯემალ ხატიაშვილი აცხადებს, ორივე ობიექტი თბილისის ცენტრალურ უბანში გაიხსნება. აღნიშნული პროექტი გათვლილი იქნება როგორც ადგილობრივ მომხმარებელზე, ისე უცხოელ ტურისტებზე.
პროექტში დაახლოებით მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
შეგახსენებთ, კომპანია პროდუქტის რეალიზებას სასტუმროებში, სპეციალიზირებულ ღვინისა და ყველის მაღაზიებში ახდენს.
„ბუტრანას“ ღვინისა და ყველის კომპანია სიღნაღის რეგიონში, ტიბაანში მდებარეობს. კომპანია 20–ზე მეტი სახეობის ყველს, ქვევრის ღვინოსა და სუფრის ყურძენს აწარმოებს.