კომპანიამ ,,შირაქი” აგროტურისტული მიმართულებით საქმიანობა დაიწყო
ღვინის კომპანია “ნიკალამ” და შირაქის ბიო ფერმამ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში აგროტურისტული მიმართულებით საქმიანობა დაიწყეს. კომპანიებმა პოლონეთიდან პირველ ტურისტულ ჯგუფს უკვე უმასპინძლეს.
,,შირაქის” და ,,ნიკალას” დირექტორი ნიკოლოზ ბენიაიძე განმარტავს, რომ ტურისტებმა შირაქის მეცხოველეობის ბიო ფერმა, ღვინის კომპანია ,,ნიკალას” მშენებარე მრავალფუნქციური კომპლექსი და საუკუნოვანი ქვევრების მარანი დაათვალიერეს.
„ჩვენ აუცილებლად განვავითარებთ ამ წამოწყებას, რადგან აუცილებელია, ჩვენს ქვეყანას იცნობდეს ყველა როგორც ერთ-ერთ ბიო წარმოების განმავითარებელს. გვსურს, მომავალში უფრო მეტი ტურისტი მივიღოთ.
ყოველთვის ვცდილობთ, მსოფლიოს განსხვავებული კუთხით დავანახოთ საქართველო და ვაჩვენოთ ჩვენი ღირსშესანიშნაობები. სოფელი არხილოსკალო არის უნიკალური ადგილი, რომელსაც აუცილებლად განვავითარებთ”,- განაცხადა ნიკოლოზ ბენიაიძემ.