კომპანია ,,სოკარი” სოფელ კაბალში საბავშვო ბაღის მშენებლობას იწყებს
კომპანია ,,სოკარ ენერჯი ჯორჯია” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში საბავშვო ბაღის მშებლობას იწყებს რომელით 100 ბავშვზეა გათვლილი.
გარდა 4 საკლასო ოთახისა, საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურა მოიცავს ბუფეტს, სამზარეულოს, სპორტული აქტივობის, ექიმის, სათამაშო და საძინებელ ოთახებს, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ფართებს.
შენობაში ასევე გათვალისწინებულია პანდუსები და სანიტარული ფართები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის. საბავშვო ბაღის ჯამური ფართი 1242 კვადრატული მეტრი იქნება.. ტერიტორიაზე ასევე გათვალისწინებულია ღია სათამაშო მოედანი.
პროექტის ღირებულება 2,720,000 ლარია. მშენებლობა 8 თვეს გასტანს და საბავშვო ბაღი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცემა.