სოფელ ტიბაანში კომპანია ,,ბუტრანა” 15–მდე სახეობის ყველს აწარმოებს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში ყველისა და ღვინის კომპანია „ბუტრანა“ ტრადიციულ-ინოვაციური მიდგომების ნაზავით შექმნილ ყველს აწარმოებს.
კომპანიამ ახალი გემოები შექმნა და დღეისთვის ყველის 15-მდე სახეობას აწარმოებენ.
,,ყველის წარმოება, ისევე როგორც ღვინის, ჩვენი ოჯახური საქმიანობა იყო და მინდოდა ამ ორი პროდუქტის წარმოება გამეერთიანებინა.ამიტომ დავიწყე ასე აქტიურად საქმიანობა.
სახელწოდება ,,ბუტრანა“ ნიშნავს სოფელ ტიბაანთან მდებარე ვენახებს, რომელიც კახეთში ერთ-ერთი უძველესია. იქ მოყვანილი ყურძენი განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამოირჩევა.
“ბუტრანას“ ყველი კი დახვეწილი სურნელით, გემოებითა და ვიზუალით. ამ ეტაპზე ვაწარმოებთ შემდეგ პროდუქტებს: ყველი საფერავში, რქაწითელში, თაფლში, კენკრით, თხილით, აჯიკით, ასევე ყველს წითელი და მწვანე პესტოთო, სუნელებით, პიტნით, ნივრით, ასევე თათარიან ყველს, ,,ბუტრანას: საფირმოსა და ობიან ყველს”,– აცხადებენ კომპანიაში.
ბრენდი 2016 წელს 19 წლის ჯემალ ხატიაშვილმა შექმნა, რომელმაც უნიკალური პროდუქტის დამსახურებით პოპულარობა მალევე მოიპოვა.