კახეთში კორონავირუსით კიდევ სამი ადამიანი გარდაიცვალა
კახეთის რეგიონში კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ერთი პირი გარდაიცვალა საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალსში, ერთი თელავის რაიონულ საავადმყოფოში, ხოლო მესამე პაციენტი კი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში.
ნელი ხიზანიშვილის თქმით, გარდაცვლილი ქალი და ორი მამაკაცი ასაკოვანები იყვნენ.
მისი განცხადებით, 16 დეკემბრის მონაცემებით, კახეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ 138 შეადგინა.
ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 7 273-მდე გაიზარდა.
,, ახმეტაში დაფიქსირებულია კორონავირუსის -538 შემთხვევა, გურჯაანში 1552, დედოფლისწყაროში-562, თელავში -1755, ლაგოდეხში – 938, საგარეჯოში-856, სიღნაღში -440, ყვარელში -632. ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელიც ამ ეტაპზე გადის მკურნალობას შეადგენს 3 163-ს, მათ შორის 2 984 პირი დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 10 პაციენტი განთავსებულია კოვიდ სასტუმროში, 169 იმყოფება კოვიდ კლინიკაში, 4 060 გამოჯანმრთელდა, 50 გარდაიცვალა.
თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა შეადგენს -2591-ს. რეგიონში სულ გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა -4 060″,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.