გეოგრაფიულ აღნიშვნებს ადგილწარმოშობის დასახელების ოთხი ღვინო დაემატა
გეოგრაფიულ აღნიშვნებს 2020 წელს ადგილწარმოშობის დასახელების ოთხი ღვინო დაემატა.
ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მევენახეობა-მეღვინეობის დარგისთვის, 2020 წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების სისტემის განვითარების მიმართულებით.
,,საქართველოში რეგისტრირებულ დაცულ გეოგრაფიულ ადგილწარმოშობის დასახელებებს, 2020 წელს ოთხი ღვინო დაემატა: „სალხინოს ოჯალეში“, „ახმეტა“, „წარაფი“ და „ახოები“.
ამ ეტაპზე, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში „საქპატენტი“, ადგილწარმოშობის დასახელების 24 ღვინოა დარეგისტრირებული,“-აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.