ახალი ამბები

თელავში, კორონავირუსით ექიმი ივანე ამბარდანიშვილი გარდაიცვალა

თელავში, კორონავირუსით ცნობილი ექიმი ივანე ამბარდანიშვილი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ის თავდაპირვალად თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მოგვიანებით ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, მედიკოსი თბილისის ერთ – ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადიოდა.

80 წლის თერაპევტის გარდაცვალების მიზეზი ვირუსთან ერთად თანხმლები დაავადებები გახდა.

ივანე ამბარდანიშვილი სხვადასხვა დროს რამდენიმე საავადმყოფოში მუშაობდა, ბოლოს კი თელავის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმატოლოგი იყო.