ახალი ამბები

„ჩემი ქუჩა – ჩვენი ქალაქი“- ჭავჭავაძის ქუჩის ისტორია

თელავში ინოვაციური პროექტის „ჩემი ქუჩა – ჩვენი ქალაქი“ განხორციელება დაიწყო. პროექტის ფარგლებში მოხდება მუშაობა კონკრეტული ქუჩის მოსახლეობის გააქტიურებაზე, თვითორგანიზებაზე და მათი საჭიროებების გამოვლენაზე; ასევე მოსახლეობის ჩართულობით ისეთი ხედვების ფორმირებაზე, როგორიცაა ქუჩის გრძელვადიანი გაცოცხლების და განვითარების პერსპექტივა.

პროექტი მოიცავს ჭავჭავაძის ქუჩის სამეზობლო ინიციატივის განვითარებას, რაც გულისხმობს, რომ პირველ ეტაპზე გვინდა განხორციელდეს სოციოლოგიური კვლევა, რომელიც შეისწავლის აღნიშნული ქუჩის ისტორიას და განვითარების პოტენციალს ოჯახების დონეზე. ამ მიზნით ქუჩის მოსახლეობასთან ჩაიწერა ვიდეო-ინტერვიუები.

პროექტს სათემო განვითარების ცენტრი და მედია ცენტრი კახეთი, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდება ქუჩის განვითარების პოტენციალის კვლევა.