გურჯაანში უფასო სასადილოს 8 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
გურჯაანში უფასო სასადილოს ,,მოქალაქეთა თანადგომა” რვა თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.
შესაბამისი პერსონალის არარსებობის გამო, სასადილო დაკეტილია და ბენეფიციარები სასურსათო კალათს საცხოვრებელი ადგილების მიხედვით მიიღებენ.
უფასო სასადილოში პირველად კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ მზარეულს დაუდგინდა. სასადილოს ხელმძღვანელის გელა ჯადუგიშვილის ინფორმაციით, 50 წლამდე პირი სამსახურში დადიოდა, თუმცა მას ბენეფიციარებთან უშუალო შეხება არ ჰქონია. მეორე პირი კი, ვისაც კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა სასადილოს ადმინისტაციის თანამრომელია.
40 წლამდე პირი ბოლო პერიოდში სამსახურში დადიოდა, თუმცა მათთან კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურების შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
სასადილოს ხელმძღვანელის გელა ჯადუგიშვილის თქმით, პირველი შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ დაწესებულება დაკეტილი იყო.
kNEWS.GE ცდილობდა დაინფიცირებული 8 პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებას, თუმცა სასადილოს ხეწლმძღვანელმა სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.