თელავის ბაღებში სეზონურ ვირუსებზე პერსონალის ვაქცინაცია დაიწყო
თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში სეზონურ ვირუსებთან დაკავშირებით პერსონალის ვაქცინაცია დაიწყო.
გრიპის ვაქცინას ბაღების ყველა მაწავლებელს და ძიძას გაუკეთებენ. თელავის ბაგა- ბაღების გაერთიანებაში განმარტავენ, რომ აცრების ჩასატარებლად 700 ერთეული ვაქცინაა შემოტანილი.
სეზონურ გრიპზე აცრები თელავის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში ერთ კვირაში უნდა დასრულდეს. სააღმზრდელო პროცესი ბაგა- ბაღებში 12 ოქტომბერს დაიწყო და მას რეგისტრირებული აღსაზრდელების მხოლოდ ნახევარი ესწრება.