სოფელ კისისხევში ეპიდკვლევა მიმდინარეობს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში ეპიდკვლევა მიმდინარეობს. კვლევის ფარგლებში მოხდება მოსახლეობის მასიური ეპიდემილოგიური შემოწმება.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ კისისხევში ზურა გრძელიშვილი აცხადებს, რომ სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში მოსახლეობის მასიური ეპიდემიოლოგიური შემოწმება 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
“ჩვენ გავაფრთხილეთ მოსახლეობა იმის თაობაზე, რომ ვინც იმგზავრა 3–4–5 ოქტომბერს კისისხევი-თელავი-კისისხევის მიმართულებით, მოვიდნენ ჩვენთან დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე და ჩაიტარონ PCR ტესტი. სინჯები გაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში. სოფელში ასევე ტარდება თერმოსკრინინგი”,- განუცხადა knews.ge-ს ზურა გრძელიშვილმა.
შეგახსენებთ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის სამარშრუტო ავტომანქანის მძღოლს, კორონავირუსი დაუდასტურდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი უსიმპტომო პაციენტია. სამარშრუტო ავტომანქანა, სოფლიდან მუნიციპალიტეტის ცენტრის მიმართულებით, დღის განმავლობაში, რამდენიმე რეისს ასრულებს და მთლიანობაში, ორი სოფლის მოსახლეობას ემსახურება.
მარიამ ოქროცვარიძე