ნელი ხიზანიშვილი- კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია და რეგიონში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული.
ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, რეგიონის სტაციონარებში ცხელებიანი პაციენტების რიცხვი არ გაზრდილა, თუმცა შედარებით მომატებულია წითელ ზონად გამოცხადებული რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეების მომართვიანობა, რომლებსაც ტესტირება უფასოდ უტარდებათ.
,,ამ დროისთვის კორონავირუსის მხოლოდ ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული კახეთის რეგიონში. ინფიცირების წყარო უცნობია. მნიშვნელოვანია, რომ ქალბატონს, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა, მრავავრიცხოვანი კონტაქტები არ აქვს.
სტაციონარებში ცხელებიანი პაციენტების დიდი მატება არ გვაქვს.
უბრალოდ ადგილი აქვს მომართვიანობას წითელ ზონად გამოცხადებული რეგიონებიდან, კერძოდ აჭარიდან ჩამოსული პირების. ყველა კონტაქტს რომელიც ეკუთვნის აჭარის ცნობილ კლასტერებს, უფასოდ უტარდებათ ტესტირება.
ეს არის მნიშვნელოვანი სამუშაოები, რომ ხელი შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას. კახეთში არ გვაქვს ცუდი ეპიდსიტუაცია და აქ რაიმე მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება არ იგეგმება”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
მისივე თქმით, ნებისმიერ პირს, ვისაც სპეციალური ტესტის ჩატარება უნდა, უნდა მიაკითხოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის განყოფილებას ან შესაბამის სტაციონარებს. ტესტრების გადასახადი კი სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში სხვადასხვაა.
ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, სავალდებული ტესტირებას დაქვემდებარებული პირებს და ცნობილი კლასტერების კონტაქტებს ტესტირება უფასოდ ჩაუტარდებათ.