ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ კახეთში შეხვედრები გამართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრი კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს: არხილოსკალოსა და ქვემო ქედს ეწვია, სადაც ცოტა ხნის წინ სოფლების გაზიფიცირების პროცესი დასრულდა.
ნათია თურნავა პირადად გაეცნო შესრულებულ სამუშაოებს და სოფლის მოსახლეობას შეხვდა.
ეკონომიკის მინისტრთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის და „სოკარ ჯორჯია გაზის“ მმართველი პირები.
ეკონომიკის მინისტრმა სოფლის მოსახლეობას გაზიფიცირების სამუშაოების დასრულება მიულოცა და ის სახელმწიფო პროგრამები გააცნო, რომლებშიც მონაწილეობა შეუძლიათ, მათ შორის პროგრმა „აწარმოე საქართველოში“.
,, სოფლებში, ქვემო ქედში და არხილოსკალოში განხორციელდა გაზიფიცირების სამუშაოევი, რომლის შედეგადაც 1300 ოჯახი ისარგებლებს ბუნებრივი აირით.
ჩვენ მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა და პანდემიისა, სამუშაოენი არ გაგვიჩერებია და გაზიფიცირების პროგრამის განხორციელება გრძელდება”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ღონისძიების ფარგლებში გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ორგანიზებით, სოფელ არხილოსკალოში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, მარტოხელა დედას, მარიამ ბექაურს და ქვედა ქედში მცხოვრებ ნიკო ქისტაურის 4-შვილიან ოჯახს საჩუქრად გაზქურები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ გაზიფიცირების მასშტაბური პროგრამის ფარგლებში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 8 სოფელში: ზემო ქედში, ქვემო ქედში, არხილოსკალოში, საბათლოში, ფიროსმანში, სამთაწყაროში, ჭოეთსა და თავწყაროში.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ჯამურად აშენდა 181 173 გრძივი მეტრი გაზსადენი, რომელიც 3203 ადგილობრივ მოსახლეს ბუნებრივი გაზით სარგებლობის საშუალებას აძლევს. სამუშაოების ღირებულებამ 6 595 799 ლარი შეადგინა.
,,გაზიფიცირების 2019-2021 გეგმის ფარგლებში კახეთის რეგიონში 19 სოფელი გაზიფიცირდება. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 4 707 768 ლარია. ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში დამატებით 1 650 აბონენტი ჩაერთვება.
სამწლიანი გეგმის ბოლოს კახეთის რეგიონში სულ გაზიფიცირებული იქნება 149 726 აბონენტი, რაც რეგიონის მოსახლეობის 95%-ია”,-განაცხადა ნათია თურნავამ.