ახალი ამბები

კახეთში 45 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, კახეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სტაბილურია და ამ ეტაპზე კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ნელი ხიზანიშვილის თქმით, თვითიზოლაციაში იმყოფება 2 მოქალაქე, 1 კი მოიხსნა თვითიზოლაციიდან.
მისივე თქმით, კარანტინში 3 ლოკაციაზე იმყოფება 111 მოქალაქე.
,, ნიმუშების აღება გრძელდება როგორც კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან.

ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ სამედიცინო პერსონალი, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალი, საბაჟოს თანამშრომლები.

6 ივნისს აღებული და გაგზავნილი იქნა ლუგარის ცენტრში 45 ნიმუში. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია.
სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 4626 ნიმუში, აქედან 1484 მედპერსონალია, 1728 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი, 223 შშმ პირი და 33 ტრაილერის მძღოლი”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.