ახალი ამბები

კახეთის რეგიონი მწვანე ზონის სტატუსს ინარჩუნებს

კახეთის რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია და ამ დროისთვის კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, 7 ივნისს ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე გაგზავნილი 10 ნიმუშიდან ყველა უარყოფითია.
,,კახეთის რეგიონში თვითიზოლაციაში იმყოფება 1 მოქალაქე,1 კი მოიხსნა ეს შეზღუდვა. რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს 4 ლოკაციაზე იმყოფება 99 მოქალაქე.
ნიმუშების აღება გრძელდება როგორც კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების მყოფი ადამიანების ტესტირებაც.

კერძოდ კი სამედიცინო პერსონალი, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციალები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალი, საბაჟოს თანამშრომლები. 7 ივნისს აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილი იქნა 10 ნიმუში. ყველა მათგანის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია”,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
მისივე თქმით, კახეთის რეგიონში დულ აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 4636 ნიმუში, საიდანაც 1484 მედპერსონალია, 1728 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალის, 223 შშმ პირი და 33 ტრაილერის მძღოლი.