კახეთში კორონავირუსის თემამ იუმორის სახე მიიღო
კახეთის რეგიონში კორონავირუსის თემის განხილვამ იუმორის სახე მიიღო.
სოციალურ ქსელში საზოგადოება კორონავირუსის თემაზე აქტიურად მსჯელობს. ზოგიერთმა მათგანმა საკითხს იუმორით შეხედა.
გთავაზობთ რამდენიმე იუმორისტულ ფრაზას, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.
“თელავმა გურჯაანიდან ელჩი გამოიწვია და მასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა;
გურჯანი-თელავის ურთიერთობას კორონავირუსი უნდოდა?
გადაკეტეთ გურჯაანიდან შემოსასვლელი გზა.
ერთი პლიუსი აქვს ამ ყველაფერს – ბაკურციხე აქაც პირველია.
სოფელ აკურასთან ჩაიკეტოს საზღვარი.
კახელს ჩინეთში რა უნდოდა?”, – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.
ჩინეთიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში 16 იანვარს ჩამოსულ 22 წლის გოგონას მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ ჩინეთიდან ჩამოსულ გოგონას კორონავირუსი არ დაუდასტურდა და მას ჩვეულებრივი გრიპი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ოჯახის წევრებისგან გადაედო. გოგონა სოფელში იმყოფება და სახლში მკურნალობს. მედიკოსების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ფოტო: სოციალური ქსელი