დაავადებათა კონტროლის ცენტრი- ჩინეთიდან დაბრუნებული გოგონა სოფელში იმყოფება და სახლში მკურნალობს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის კახეთის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, 22 წლის გოგონა, რომელიც ჩინეთში იმყოფებოდა და რამდენიმე დღის წინ საქართველოში დაბრუნდა, მკურნალობას გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში განაგრძობს.
მისი თქმით, ის საკუთარ სახლში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს.
,,შემოწმების შედეგად გოგონას აღმოაჩნდა მწვავე რესპირატორული ინფექცია, ჩვეულებრივი გრიპი, რომელიც სეზონური ვირუსია. გოგონა ქართველია, საქართველოს მოქალაქე და საკუთარ სახლში იმყოფება. ის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ არის, იღებს შესაბამის წამლებს და გადის სათანადო მკურნალობას”,- განუცხადა knews.ge-ს ნელი ხიზანიშვილმა.