25 წლის მეწარმემ სოფელ ველისციხეში აგროტურისტული საქმიანობა დაიწყო
25 წლის მეწარმემ, სალომე მათიაშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში აგროტურისტული საქმიანობა დაიწყო.
მან თბილისში ერთ-ერთ სამინისტროში მუშაობას სოფელში დაბრუნება და სოფლის მეურნეობის კუთხით საქმიანობის დაწყება არჩია.
ახალგაზრდა ახლა ოჯახთან ერთად ძველეს მარანს, რესტორანს და აგროტურისტულ ცენტრს უძღვება, რომელსაც ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს.
მეწარმე ამბობს, რომ მის მიზანს ტრადიციების და კულტურის შენარჩუნება და გაგრძელება წარმოადგენდა.
როგორც სალომე აღნიშნავს, სწორედ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის დიდი ბრიტანეთის ელჩმა ის სიგელით დააჯილდოვა.
,,პროფესიით იურისტი ვარ, იქამდე სანამ ბიზნესს დავიწყებდი, ვმუშაობდი ერთ- ერთ სამინიტროში და სხვადასხვა იურიდიულ ფირმაში.
ძალინ მეამბოხე და სამართლიანი ვარ, ვერ ვიტან უსამართლობას, სამწუხაროდ ყველა სამსახურში ამას ვაწყდებოდი.
ამიტომ გადავწყვიტე დავბრუნებულიყავი სოფელში და ჩემი საქმე მეკეთებინა. გადავწყვიტე დამეწყო ტურისტული კუთხით საქმიანობა.
მოვიძიე ძალიან ძველი ნივთები, რესტორანი ეთნოგრაფიული გავხადე, ძალიან ძველი მარანი გვაქვს, ესეც სანახაობრივი გავხადე და შევეცედე ტურისტულ კომპანიებთან მეთანამშრომლა.
სანამ ტურისტს მოვიყვანდი ძალიან რთული იყო, რადგან ამ საქმის არაფერი შემდეგ დავიიწყე სწავლა ახალგზარდა მეწარმეთა სკოლაში და ეს ძალიან გამომადგა’’,- განუცხადა Knews.ge-ს სალომე მათიაშვილმა.
მეწარმეს თქმით, საუკუნოვანი მარნის რესტავრაცია 2012 წელს, დაიწყეს, ტურისტებს მიღება კი მეორე წელია მასპინძლობენ.
სალომე მათიაშვილი ასევე განმარტავს, რომ მათთან მისულ ტურისტს ქართული ეთნოგრაფიული მასალებით გაფორმებული მარნის დათვალიერება, ქართული ღვინის ისტორიის, ტრადიციასა და კულტურაზე ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.
ისინი მათ ასევე სთავაზობენ რთველში მონაწილეობის მიღებას და ღვინის დამზადების ტექნოლოგიას აცნობენ.
,,საქმიანობას რომ ვიწყებდი, მივედი ტურისტულ სააგენტოებთან პრეზენტაციით და გავაცანი ჩემი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, მოეწონათ და დღემდე ვთანამშრომლობ თითქმის ყველასთან.
მაქვს ქართული ტრადიციული სამზარეულო, ტურისტებს ვთავაზობ მასტერკლასებს, იღებენ ასევე მონაწილეობას რთველში: თავად კრეფენ ყურძენს და წურავენ ხის კასრში ან საწნახელში ყურძენს, ავლებენ ჩურჩხლის, ახვევენ ხინკალს, ამზადებენ ხაჭაპურს და იღებენ ჭაჭის გამოხდაში მონაწილეობას.
ასევე სურვილის შემთხვევაში მომყავს ჩოხოსანი მუსიკოსები და მოცეკვავეები’’,- აცხადებს მეწარმე.
მეწარმე ამ ეტაპზე ორი სახეობის კახური ტრადიციული წესით ქვევრში დაყენებული ორი სახეობის ღვინოს და ორი სახეობის არაყს, ღვინის და ხილის არაყს ამზადებს და ტურისტებს სთავაზობს.
,,ამ ეტაპზე ორი სახეობის ღვინო მაქვს რქაწითელი-თეთრი და საფერავი-წითელი, რომელსაც ტრადიციული, კახური წესით ვამზადებთ. ასვეე მაქვს ორი სახეობის ჭაჭა.
მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ღვინის არაყს ვხდით და არა ჭაჭისას. იგი განსაკუთრებულად გემრიელია და განსხვავებული’’,– განუცხადა knews.ge-ს სალომე მათიაშვილმა.
მეწარმე სამომავლოდ სასტუმროს აშენებას გეგმავს, მანამდე კი სოფელ ახაშენში მცხოვრებ ოჯახთან თანამშრომლობს, რომელსაც თავისი სასტუმრო აქვს – საოჯახო სასტუმრო ხაზიურები.
მისი თქმით, იქ ტურისტს ქართული ტრადიცული ოჯახის გარემო ხვდება, სადაც საშუალება აქვთ ოჯახში დამზადებული ტრადიცული კერძები, მურაბები და ჯემები დააგემოვნონ.