28 ნოემბერს ფილმის ,,გიგოს გორა-თელავის გოლგოთა” პრემიერა გაიმართება
28 ნოემბერს 14:00 საათზე, თელავის ისტორიულ მუზეუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის ,,გიგოს გორა-თელავის გოლგოთა” პრემიერა გაიმართება.
ფილმის კონსულტანტი და იდეის ავტორია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ სიმაშვილი.
რეჟისორი და სცენარის ავტორი კი მიხეილ ბერინაშვილი.
თენგიზ სიმაშვილის თქმით, ფილმი ეხება საბჭოთა რეპრესიებს და რეპრესირებული თელაველების ისტორიას.
,,მე მაქვს საარქივო მასალა, შსს-ს არქივში ჩემს მიერ მოძიებული მასალები საქართველოს ეროვნულ არქივის ახალი და უახლესი ისტორიის ფონდებიდან, თელავის არქივიდან, თელავის მუზეუმიდან. ასევე გამოვიყენე საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიერ მოძიებული დოკუმენტები.
გარდა ამისა, მაქვს ნივთიერი მტკიცებულებები, მასრები, გასროლილი ტყვიის თავები და ადამიანის ნეშთის ფოტოები, რომელიც გიგოს გორაზე ვნახეთ.
ჩემი აქტიურობით რეალურად ხდება იმ მიჩუმათებული თემის, თელავში 1924-37- 38 წლებში არსებული რეპრესიების წინ წამოწევა. ჩემი სურვილია, რომ გამოიცეს ლიტერატურა, დოკუმენტური მასალები და კვლევა. ასევე ვწერ წიგნს და სამეცნიერო ნაშრომს ამ თემაზე.
ფილმში საუბარია გიგოს გორის დახვრეტებთან დაკავშირებით და ასახულია თელაველების ტრაგიკული ისტორია.
უამრავი მასალა მოგვეძიება როგორც მემოარული, ასევე საარქივო და სხვადასხვა ნივთმტკიცებების სახით, რაც ადასტურებს, რომ თელავში არსებული ეს გიგოს გორა თავის წიაღში ინახავს უამრავ თელაველს, ვინც საბჭოთა რეპრესიების დროს იქნენ დახვრეტილი”, –განუცხადა Knews,ge-ს თენგიზ სიმაშვილმა.