ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სიღნაღის რაიონში ახალი ხილის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდა
სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, შპს „ბადაგი პლიუსმა“, ქალაქ წნორში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო ააშენა.
საწარმოს ასაშენებლად, ჯამურად, 877,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც, 438,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო, ხოლო 350,000 ლარი სახელმწიფო გრანტია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ „ბადაგი პლიუსში“, წელიწადში, საშუალოდ, 11,000 კგ ჩირს და ტყლაპს აწარმოებენ. საწარმოში 10 ადგილობრივია დასაქმებული.
„სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვში, მნიშვნელოვანია ნაწილი უკავია გადამამუშავებელ ინფრასტრუტურას, სააგენტო ამ მიმართულებით ახორციელებს და მომავალშიც გააგრძელებს ფერმერთა თანადაფინანსებას“, – განაცხადა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ილია ილია თამარაშვილმა.
სამინისტროს ცნობით, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში კახეთის რეგიონში 74 ახალი საწარმო გაიხსნა, მათ შორისაა ყურძნის, რძის, ხილის გადამმუშავებელი საწარმოები.