თბილისში დაგეგმილ აქციას თელავიდანაც შეუერთდებიან
17 ნოემბერს, 15:00 საათზე, თბილისში დაგეგმილ აქციას თელავიდანაც შეუერთდებიან.
,, სამოქალაქო მოძრაობის” კახეთის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის, ნინო გოგოლაშვილის თქმით, აქციაზე დასწრების მსურველები 9 აპრილის მემორიალთან შეიკრიბებიან.
,,მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, ვისაც სურვილი აქვს რუსთაველზე აქციაზე წამოვიდეს შეუძლიათ, რომ შემოგვიერთდნენ. ხვალ, 13:00 საათზე, თელავში 9 აპრილის მემორიალთან ვიკრიბებით და ვუზრუნველვყოფთ ტრანსპორტირებას”, – განაცხადა ნინო გოგოლაშვილმა.