თბილისში დღეს დაგეგმილ აქციას ,,ნაციონალური მოძრაობის” 200-ზე მეტი მხარდამჭერი კახეთიდან შეუერთდება
თბილისში, რუსთაველზე დღეს დაგეგმილ აქციას ,,ნაციონალური მოძრაობის” 200-ზე მეტი მხარდამჭერი კახეთიდან შეუერთდება.
პარტიის მხარდამჭერები გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში შეიკრიბნენ და თბილისისკენ გაემართნენ.
“ქვეყანას არ ყავს ხელისუფლება, ხალხს კი თავისუფალი არჩევანის უფლება წაართვეს. სწორედ ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენ. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ, ყველა ვერთიანდებით იმის წინააღდეგ, რაც ივანიშვილმა ჩვენს ქვეყანას და ხალხს დამართა. დღეს მთელი საქართველო ერთად ვიდგებით“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა გიორგი ბოტკოველმა.