საქართველოს ფერმერთა ასოციაციის რეგიონალური შეხვედრები ადგილობრივ ფერმერებთან (R)
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის რეგიონალური შეხვედრები ადგილობრივ ფერმერებთან პროექტის „ფერმერული მეურნეობების მხარდამჭერი ინიციატივა“ ფარგლებში.
ფერმერული მეურნეობების მხარდამჭერი ინიციატივა არის 3-წლიანი პროექტი (2018-2021), რომელიც დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ და ახორციელებს საქართველოს ფერმერთა ასოციაცია.
პროექტის სამიზნე რეგიონები:
- სამცხე-ჯავახეთი
- ქვემო ქართლი
- კახეთი
- მცხეთა-მთიანეთი
პროექტის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი მიმართულებები:
მეფრინველეობა, მესაქონლეობა, სასათბურე მეურნეობა და აგრო ტურიზმი.
პრიორიტეტია ახალგაზრდების, ქალების და ეთნიკური უმცირესობების ჩართულობა.
პროექტში მონაწილე ფერმერული მეურნეობებისათვის გათვალისწინებულია ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა (კონსულტაციებისა და ტრენინგების სახით).
ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, აქტიური შეხვედრები მიმდინარეობს პროექტის სამიზნე რეგიონებში. რეგიონულ შეხვედრებზე, სამიზნე ჯგუფს მიეწოდა ინფორმაცია ბიზნეს იდეების კონკურსისა და შერჩევის ძირითადი კრიტერიუმების შესახებ.
ბიზნეს იდეების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 30 ნოემბერი.
განაცხადის ფორმა იხილეთ ვებ გვერდზე : www.gfa.org.ge (პროექტები => მიმდინარე პროექტები => ფერმერული მეურნეობების მხარდამჭერი ინიციატივა).
განიხილება მხოლოდ ელექტრონულად შევსებული და ხელმოწერილი განაცხადები.
შევსებული, ხელმოწერილი და დასკანერებული განაცხადის ფორმა (PDF ფორმატით) გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: fsi@gfa.org.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ცხელ ხაზს: 0322 193 003
მისამართი : აკაკი ხორავას ქ. 4, 0179, თბილისი; საქართველო