საგარეჯოში 70 წლის მამაკაცი მოკლეს
საგარეჯოში, ქალაქის ცენტრში, 70 წლის მამაკაცი მოკლეს. 67 და 70 წლის მამაკაცებს შორის კონფლიქტი ჯერ ურთიერთშელაპარაკებით დაიწყო, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
მოკლულს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ადგილობრივების ინფორმაციით, მოკლულ მამაკაცს მაღაზია ჰქონდა და ხორცით ვაჭრობდა. სავარაუდო დამნაშავემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
“კახეთის ხმის” ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზად წარსულში მომხდარი დაპირისპირება სახელდება.
როგორც “კახეთის ხმას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
“როგორც ადგილობრივები ამბობენ, სავარაუდო დამნაშავემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვლილები არიან 67 და 70 წლის მამაკაცები”, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ნიკოლოზ ესიტაშვილი