სოფელ ბადიაურში, ტბაში 24 წლის ბიჭი დაიხრჩო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში ტბაში 24 წლის ბიჭი დაიხრჩო.
ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა მეგობრებთან ერთად სათევზაოდ იმყოფებოდა. თევზის საჭერი ხელნაკეთი მოწყობილება მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც წყალში მდგომ ახალგაზრდას ჯერ დენმა დარტყა, შემდეგ კი დაიხრჩო. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.