ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია – სკოლას, რომლის მოსწავლეც დაიღუპა, ექსკურსიის დაგეგმვამდე კონსულტაციისთვის არ მოუმართავს
„ექსკურსიის დაგეგმვის წინ, მათ არ ჰქონიათ ჩვენთან კომუნიკაცია. როდესაც ბილიკზე დაიწყეს ექსკურსია, მათ რეინჯერმა სთხოვა, არ გაეგრძელებინათ გადაადგილება და სხვა მარშრუტი აერჩიათ, რადგან გზა არ იყო სათანადო მდგომარეობაში, მაგრამ მათ უთხრეს, რომ იყვნენ გამოცდილები, თან ახლდათ მასწავლებლები, ექიმიც და ამიტომ, თუ საჭიროდ ჩათვლიდნენ, მობრუნდებოდნენ“,- აცხადებს საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
სულამანიძის თქმით, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტარციას აქვს ინფორმაციის ძალიან მაღალი ხელმისაწვდომობა და მზად არიან, რეკომენდაციები გაუწიონ ვიზიტორებს.
შეგახსენებთ, თბილისის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები ლაგოდეხის ნაკრძალში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა დინებამ წაიღო. მოსწავლის ცხედარი დღეს იპოვეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.