ახალი ამბები

თელავში ავარიის შედეგად ქვეითად მოსიარულე დაიღუპა

თელავში, ქუთაისის ქუჩაზე ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი მანქანა მოცურდა და ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.

თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.  შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.