დავით გარეჯში აქცია მიმდინარეობს
დავით გარეჯში აქციის „გარეჯი საქართველოა ჩვენ კავკასიის შვილები ვართ“ აქციის მონაწილეების მსვლელობა დაიწყო.
მსვლელობის მონაწილეები დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსიდან ბილიკებით მიუყვებიან ტერიტორიას, დაგეგმილია ცოცხალი ჯაჭვის შემორტყმა სამონასტრო კომპლექსისთვის.
აქციას მოქალაქეები სხვადასხვა რეგიონებიდან შეუერთდნენ. დღეს დილით აქციაზე დასასწრებად კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებიდან რამდენიმე მოქალაქე გაემგზავრა.
აქციის მონაწილეების და სასულიერო პირების თქმით, მსვლელობა მშვიდობიანია და სურთ ამ მსვლელობით, მიაწვდინონ ყველას ხმა იმის შესახებ, რომ დავით გარეჯი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.