ჩურჩხელა შესაძლოა, მსოფლიოში ყველაზე მოდური და მოთხოვნადი ჯანსაღი საკვები გახდეს
Fao-ს წარმომადგენელის ანდრეი იარმაკის განცხადებით, ქართული ტრადიციული ჩურჩხელა სრულიად აკმაყოფილებს ჯანსაღი საკვების მოთხოვნებს და გარკვეული ძალისხმევით, შეიძლება პროდუქტი მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე მოდური და მოთხოვნადი საკვები გახდეს.
„ევროპაში, აშშ-ში და მთელ რიგ ქვეყნებში, ჯანსაღი საკვების მიმართ მოთხოვნა განსაკუთრებით იზრდება და სუპერმარკეტები მუდმივად ახალი საკვების მოძიებაში არიან. ჩურჩხელა სრულიად შეესაბამება ჯანსაღი საკვების კონცეფციას. ჩურჩხელა არის ენერგეტიკული პროდუქტი, თავისი ბუნებრივი ფორმით“,- განაცხადა ანდრეი იარმარკმა.
მისი თქმით, ჩურჩხელას დარეგისტრირება საერთაშორისო ბაზარზე და მისი სწორად პოპულარიზაცია, პროდუქტს აუცილებლად გახდის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადს.
,,ჩურჩხელა განსაკუთრებით საინტერესო ძვირადღირებული სუპერმაკეტების ქსელებისთვის იქნება. პროდუქტის წარმოების ზრდა და საერთაშორისო ბაზარზე ფართოდ გატანა, კაკლისა და თხილეულის ბიზნესზეც დადებითად აისახება.”
ცნობისთის, 2011 წელს „საქპატენტმა“ , ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მიღებული განცხადების საფუძველზე, ჩურჩხელა დაცული გეოგრაფიული სახელწოდებით დაარეგისტრირა.
bpn.ge