ახალი ამბები

შეაგროვე ჩურჩხელა უკრაინელი ბავშვებისთვის!

კახეთის ხმის სამოქალაქო ინიციატივა –   შეაგროვე ჩურჩხელა განსაცდელში მყოფი უკრაინელი ძმებისათვის! 

საქართველოს გმირულ ისტორიაში ბევრჯერ იყო ურთულესი დღეები. ისტორიის მაგალითები მტერთან ბრძოლის არაერთ ლეგენდას ინახავს, თუმცა საქართველოს მეციხოვნე კახეთი, რომელიც ოდითგან იცავდა საქართველოს სახელმწიფოებრიობას, საოცარ ისტორიებს ინახავს იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარებოდნენ მტრის პირისპირ დარჩენილი ადამიანები მებრძოლებსა და გაჭირვებულებს!

სწორედ ამიტომ, საქართველოში კახური ჩურჩხელის დამზადების ტექნოლოგია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით სარგებლობს. 

თავისუფლებისათვის მებრძოლი უკრაინა დღეს განსაცდელშია. საცხოვრებელი სახლების სარდაფებში ათასობით ადამიანი, ქალები და ბავშვები თავს აფარებენ რუსეთის აგრესიას! იბომბება სახლები და სამოქალაქო ობიექტები!

დღეს, როგორც არასდროს საჭიროა ჩვენი  ისტორიისა და მემკვიდრეობის გაზიარება ფრონტის წინა ხაზზე მყოფი ხალხისათვის! შევაგროვოთ და გავუგზავნოთ თითო ჩურჩხელა უკრაინულ ოჯახებს, რათა მიიღონ კახური მიწის მადლით შექმნილი ღვთაებრივი, კალორიული და სასარგებლო  ჩუჩხელა.

დარეკეთ და მოვაგროვთ ჩურჩხელა და ჩირეული ჩვენს მეგობრებს.

მსურველებმა მოგვწერეთ „კახეთის ხმის“ ფეისბუქის გვერდზე: https://www.facebook.com/kakhetiskhma