ბუდაპეშტში რუსეთის წინააღმდეგ აქციას ქართველი ახალგაზრდები შეუერთდნენ
ბუდაპეშტში რუსეთის საელჩოსთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა უნგრეთში მცხოვრებმა ქართველმა, უკრაინელმა, აზერბაიჯანელმა, ბელორუსმა და უნგრელმა ახალგაზრდებმა მიიღეს.
აქციის მიზანია რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ევროპაში და, განსაკუთრებით, რუსეთში გააცნობიეროს, რომ მშვიდობის ხელშესაწყობად აგრესიისა და მუქარის წინააღმდეგ დავდგეთ, – აღნიშნავდნენ აქციის მონაწილეები.
ბუდაპეშტში რუსეთის საელჩოს წინ ისმოდა ქართული შეძახილები და მოწოდებები, რომ შეწყვიტოს ომი უკრაინაში.