ახალი ამბები

უკრაინის შს მინისტრის მოადგილე – რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ორშაბათს გაიმართება

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ორშაბათს დილით გაიმართება, – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევგენი იენინმა განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის დელეგაცია რუსეთის დელეგაციას უკრაინა – ბელარუსის საზღვარზე შეხვდება.

„შევთანხმდით, რომ უკრაინის დელეგაცია შეხვდება რუსეთის დელეგაციას ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, უკრაინა – ბელარუსის საზღვარზე, მდინარე პრიპიატის რაიონში“
, – დაწერა ზელენსკიმ „ფეისბუქზე“.