NATO-ს გენმდივანი: პუტინის ბირთვული გაფრთხილება საშიშია
Nato-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის „ბირთვული გაფრთხილება“ ძალიან საშიშია.
„რა თქმა უნდა, როდესაც ამ რიტორიკას დაუმატებ იმას, რასაც ისინი უკრაინაში აკეთებენ – ომს დამოუკიდებლობას, სუვერენულ ქვეყანას უპირისპირებენ და უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას ახორციელებენ – ეს ვითარებას კიდევ უფრო მეტად სერიოზულს ხდის“, – განუცხადა მან CNN-ს.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, საგანგებო რეჟიმში გადავიდნენ რუსეთის ბირთვული ძალები აშშ-ის ელჩი გაეროში ლინდა თომას–გრინფილდიც ეხმაურება, რომელიც ამ ნაბიჯს “სრულად მიუღებელს” უწოდებს.