პუტინი რუსეთის ბირთვული შემაკავებელი ძალებისთვის საგანგებო რეჟიმს აცხადებს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბრძანება გასცა, რუსეთის შემაკავებელი ძალები საგანგებო რეჟიმში გადავიდნენ.
ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა მინისტრთან და გენერალური შტაბის ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ გამოსცა.
“დასავლეთის ქვეყნები არამხოლოდ დგამენ არამეგობრულ ნაბიჯებს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, რაც ეკონომიკას უკავშირდება, ვგულისხმობ ეკონომიკურ სანქციებს, არამედ NATO–ს უმაღლესი თანამდებობის პირები აგრესიულ განცხადებებს აკეთებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ”,– განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
რას ნიშნავს შემაკავებელი ძალების საგანგებო რეჟიმი? – რუსულ მედიას შინაგან საქმეთა სამინსიტროს განმარტება მოჰყავს. მათი ინფორმაციით, ეს არის შეიარაღებული ძალა რუსეთში, რომელიც განკუთვნილია რუსეთისა და მისი მოკავშირეების საწინააღმდეგო აგრესიის შესაკავებლად, ასევე აგრესორის დასამარცხებლად, მათ შორის ომში ბირთვული იარაღის გამოყენებით.