ახალი ამბებიგზა ევროპისკენ

უკრაინელი მოქალაქეებისათვის დახმარების აქცია გრძელდება

გრძელდება აქცია ,,შეაგროვე ჩურჩხელა უკრაინელი ბავშვებისთვის“ , რომელშიც მონაწილეობას კახეთის სამოქალაქო საზოგადოება და მოქალაქეები ერთად იღებენ. ამ ეტაპზე შეგროვილია 2500 ზე მეტი ჩურჩხელა. პროდუქტების მიწოდება მოხდება რამდენიმე ქვეყნის საელჩოს მხარდაჭერით. 

მოქალაქეებს, ვისაც სურვილი აქვთ შემოუერთდნენ აქციას, შეგიძლიათ ჩუჩხელასთან ერთად, ნებისმიერი სხვა სახის საკვები: კონსერვები, თაფლი, სახლში დამზადებული პროდუქტები და სხვა, რისი მიწოდების საშუალებაც გაქვთ, მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართებზე:

ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ გსურთ ჩარიცხოთ თანხა,  შეგიძლით გადმორიცხოთ მითითებულ ანგარიშის ნომერზე.

გთხოვთ, გზავნილის დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითოთ „შეაგროვე ჩურჩხელა უკრაინელი ბავშვებისთვის“

ანგარიშის ნომერი : GE28TB7928545061100029  – თიბისი ბანკი. მიმღები მარიამ ოქროცვარიძე. 

 

პროდუქტების მოტანა შეგიძლიათ შემდეგ მისამართებზე: 

 

ქალაქი თელავი, კახეთის რეგიონული ჰაბის ოფისში https://www.facebook.com/kakhetiskhma    ილია ჭავჭავაძის ქუჩა N160

ქალაქი წნორი: ცოდნის კაფე  დავით აღმაშენებელის ქ. III შესახვევი, N 3 

ქალაქი ლაგოდეხი: საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (საგა)

მისამართი: ქალაქი ლაგოდეხი, კოსტავას ქუჩა 14

 

დიდი მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობას იღებთ აქციაში ჩვენი უკრაინელი მეგობრების დასახმარებლად!

#SlavaUkraini

 

ნახეთ ვიდეო, თუ როგორ აგროვებენ მოქალაქეები უკრაინაში გასაგზავნ ჩურჩხელას.