რა გავლენას მოახდენს საოჯახო სასტუმროების შემოსავლებზე რუსეთიდან ტურების შემცირება
ტურიზმის ადმინისტრაციისა და საქსტატიდან აღებული ციფრების მიხედვით, თუ რუსი ტურისტების საქართველოში ჩამოსვლას შეწყვეტენ, სავარაუდო დანაკარგი 750 მილიონი დოლარი იქნება.
სიღნაღში მდებარე საოჯახო სასტუმრო „ტყუპების“ ხელმძღვანელი ზაურ მუღრაშვილი აცხადებს, რომ ტურისტების 80-90% რუსეთიდან იყო.
მისივე თქმით, ბოლო დღეებში შექმნილი მდგომარეობის გამო, რუსებმა დატოვეს სასტუმრო და ჯავშნებიც გაუქმებულია.
„ბუქინგიდან ჯავშნიდნენ სასტუმროს რუსი ტურისტები. მე ძირითდად ეგ კატეგორია მყავდა. ქართველები ნაკლებად. სად აქვთ ქართველებს მაგის საშუალება, ახლა თუ რუსებიც აღარ მოვიდნენ, დამრჩება სასტუმრო ცარიელი. იმედია ტურისტული სეზონი არ ჩაიშლება და სხვა ქვეყნიდან ჩამოვლენ ტურისტები, რომ ცოტა შემოსავალი მქონდეს,“—განაცხადა მუღრაშვილმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აუკრძალა რუსეთის ფედერაციიდან საჰაერო გადაყვანები საქართველოს მიმართულებით, მათ შორის, კომერციული ხასიათის.