რუსეთში ქართველი მამაკაცი გარდაიცვალა
რუსეთის ფედერაციის ქალაქ პერმში ქართველი მამაკაცი გარდაიცვალა. 36 წლის სოსო ციხელიშვილს, რომელიც წარმოშობით ქალაქ თელავიდან იყო, ძმამ საკუთარ საცხოვრებელში გარდაცვლილს მიაგნო.
ახლობლების ინფორმაციით, სიკვდილის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გარდაცვლილს ექსპერტიზა უტარდება. სოსო ციხელაშვილს თელავში მომავალ კვირას ჩამოასვენებენ.
ციხელიშვილის ოჯახს თელავში მცირე სასტუმრო აქვს. თავად გარდაცვლილი, ძმასთან ერთად, ქალაქ პერმში მცირე ბიზნესით იყო დაკავებული.
ნიკოლოზ ესიტაშვილი