ქართველი დიზაინერის მხარდასაჭერად ლედი გაგამ მისი სამოსი მოირგო
ამერიკელი სუპერვარსკვლავი ლედი გაგა 23 წლის ქართველი დიზაინერის, გურჯაანში მცხოვრები აკა ფროდიაშვილის ტყავის სამოსით მივიდა ნიუ-იორკში, ჰარლემის ლეგენდარულ თეატრ “აპოლოში” გამართულ წარმოდგენაზე.
ბრიტანული ჟურნალი Dazed-ი იტყობინება, რომ ლედი გაგას ფოტოს საკუთარ ინსტაგრამზე ქართველი დიზაინერიც აქვეყნებს.
აკა ფროდიაშვილი, რიმელიც გურჯაანში ცხოვრობს, 2019 წელს Dazed-ის ასეულში მოხვდა. გამოცემა ყოველწლიურად მსოფლიოს ყველაზე გამბედავ ხელოვანებსა და აქტივისტებს უყრის თავს.
ბრიტანულმა ჟურნალმა ქართველ დიზაინერზე ყურადღება ქვიარ აქტივიზმის გამო შეაჩერა, რაც მის კოლექციებში აისახება. აკა ფროდიაშვილმა სწორედ ქვიარ ადამიანებს, სიყვარულსა და თავისუფლებას მიუძღვნა ჩვენება 6 მაისს Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ზე.