ლაგოდეხში მიწისძვრა მოხდა
კახეთში მიწისძვრა მოხდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ლაგოდეხის ჩრდილო-დასავლეთით 13 კილომეტრში, სოფელი ზემო ხეჩილთან იყო.
მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა გუშინ მოხდა.
ნიკოლოზ ესიტაშვილი